საბერძნეთში ნაპოვნი 24 წლის ქართველი გოგონა, სავარაუდოდ, მოკლულია. ექსპერტიზამ თვითმკვლელობის ვერსია გამორიცხა. გარდაცვლილი საცხოვრებელ სახლში იპოვეს, სადაც ასევე მისი ერთი თვის შვილი იმყოფებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. გამოძიებას ადგილობრივი პოლიცია აწარმოებს.