ატენის სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
ახლა ტაძრის ინტერიერში, სარკმელთან გამოფიტულ ქვებს სპეციალური ხსნარით ავსებენ და ამაგრებენ. რესტავრატორთა ჯგუფმა სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგიით მე-7 საუკუნის ტაძარი და მისი მხატვრობა ჩამონგრევისა და განადგურებისაგან იხსნა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე გადაუდებელი სამუშაოები ფასადით დაიწყო და გუმბათით დასრულდება.
ლიზა ციციშვილმა და ალექსანდრე შერვაშიძემ ქვის კონსერვაციის სამუშაოები დაათვალიერეს.
რეპორტაჟი ატენიდან.