ატენის სიონის რეაბილიტაცია 

21:59, 12.07.2019

ატენის სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

ახლა ტაძრის ინტერიერში, სარკმელთან გამოფიტულ ქვებს სპეციალური ხსნარით ავსებენ და ამაგრებენ. რესტავრატორთა ჯგუფმა სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგიით მე-7 საუკუნის ტაძარი და მისი მხატვრობა ჩამონგრევისა და განადგურებისაგან იხსნა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე გადაუდებელი სამუშაოები ფასადით დაიწყო და გუმბათით დასრულდება.

ლიზა ციციშვილმა  და ალექსანდრე შერვაშიძემ ქვის კონსერვაციის სამუშაოები დაათვალიერეს.

რეპორტაჟი ატენიდან.

 

მსგავსი