ატენის სიონში ქვის საკონსერვაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია.
მეშვიდე საუკუნის ტაძრის გამაგრებაზე ქართველი რესტავრატორები უცხოელ კოლეგებთან ერთად ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ამ დრომდე პრობლემად რჩება ძეგლის გადახურვა. ძლიერი ნალექის დროს ტაძარში წყალი ჩადის და ფრესკები ზიანდება.