როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების შეთანხმებას – ევროკომისიის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ყოველწლიური ანგარიში. დოკუმენტში შეფასებულია საპარლამენტო არჩევნები. ჯოზეფ ბირელი აცხადებს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმოქმედოს ინსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში, რათა საერთო ენა გამოინახოს. დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით.
ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მარტში საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტს გეგმავს.
ანა ბროლაძე დეტალებით.