ტეხასის შტატი საემიგრაციო კონტროლს ამკაცრებს.
ხელმოწერილი კანონი „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის ისედაც გამწვავებულ ურთიერთობას კიდევ უფრო გაართულებს. მიგრაციის და საზღვრების დაცვის საკითხზე პარტიებს ერთმანეთისგან გასხვავებული მიდგომები აქვთ. ახალი კანონმდებლობა სხვა ქვეყნებიდან ტეხასში არალეგალურად ჩასულთა წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას და მათ დეპორტაციას ითვალისწინებს. მკვეთრად იზრდება ჯარიმებიც. ტეხასის შტატის გუბერნატორის მიერ ხელმოწერილ კანონს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. დიდი ალბათობით უთანხმოება სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლებს.