აშშ-ში მოკლული დავით კანდელაკის საქმეზე ბრალდებული ტეხასში დააკავეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოკლული დავით კანდელაკის საქმეზე ბრალდებული ტეხასში დააკავეს. ამის შესახებ Associated Press წერს.
გამოცემის ცნობით, ტეხასში დაკავებული მამაკაცი ბრალდებულია ორი ადამიანის მკვლელობაში, რომელთა ცხედრები გასულ კვირას კენტუკიში საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
23 წლის აარონ ჰერნანდესი ლუისვილში ექსტრადიციას ელოდება, სადაც მას ბრალს 30 წლის ჯოშუა რაისისა და 31 წლის დავით კანდელაკის მკვლელობისთვის წაუყენებენ.
მოკლულთა ცხედრებს მას შემდეგ მიაგნეს, რაც კანდელაკის ცოლმა ქმრის დაკარგვის შესახებ განაცხადა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოკლული დავით კანდელაკის საქართველოში გადმოსვენების ხარჯს სახელმწიფო დაფარავს.