აშშ-ში ქართველი მამაკაცი მოკლული იპოვეს - რა ინფორმაციას ფლობენ გარდაცვლილის მეზობლები

ამერიკაში გარდაცვლილი ქუთაისელი ექიმის მკვლელობასთან დაკავშირებით, დავით კანდელაკის მეზობლები ინფორმაციას არ ფლობენ.

ქუთაისში, კოსტავას ქუჩის მცხოვრებლები გარდაცვლილს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ ის ამერიკაში რამდენიმე წლის წინ წავიდა.

31 წლის მამაკაცი, ქალაქ ლუისვილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იპოვეს გარდაცვლილი. გავრცელებული ცნობით, მასთან ერთად 30 წლის მამაკაცის ცხედარიც აღმოაჩინეს. ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით არის მოკლული.

პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.