აშშ-ში კი ბავშვების ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია მიმდინარეობს. თუ მანამდე „ფაიზერით“ აცრა ნებადართული მხოლოდ 12 წლის ასაკიდან იყო, ახლა ვაქცინის გაკეთება ხუთი წლის ასაკიდან დასაშვები ხდება.
ბოლო პერიოდში სხვადასხვა შტატში მცირეწლოვნების დაინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მკვეთრად იყო გაზრდილი. ამერიკის შესაბამისი უწყებების კვლევების მიხედვით, ბავშვებში აცრის ეფექტურობა 90%-ზე მაღალია.
ვაქცინაციის ფართომასშტაბიანი კამპანიის შესახებ ვაშინგტონიდან „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი, ეკა მაღალდაძე განაგრძობს საუბარს.