აშშ-ის თავდაცვის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში საქართველოც არის გათვალისწინებული.
სენატის თავდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულ აქტში, ჩვენს ქვეყანას ცალკე თავი ეთმობა, რაც სიახლეა. დოკუმენტში საუბარია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების აუცილებლობაზე, რისთვისაც ვაშინგტონი შესაბამისი ფინანსური რესურსების გამოყოფას გეგმავს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების დაცვას და ამ კონტექსტში საქართველოს და უკრაინის მნიშვნელობას.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის ბოლო გზავნილების და კონგრესში მომზადებული რამდენიმე მხარდამჭერი აქტის ფონზე, ოფიციალური თბილისი სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლაზე საუბრობს.