რამდენიმე შეთანხმებით დასრულდა საქართველოს პრემიერის ერთკვირიანი ვიზიტი ამერიკაში. ხელისუფლების პირველ პირებთან, კონგრესმენებთან და ბიზნესწრეებთან გამართული შეხვედრების შემდეგ მთავრობის მეთაური პოლიტიკურ განცხადებებთან ერთად აქცენტს ეკონომიკური მნიშვნელობის გზავნილებზეც აკეთებს. ურყევი მხარდაჭერა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავება და ეკონომიკური, განსაკუთრებით კი ვაჭრობის კუთხით შესაძლებლობების განვითარება,- ეს ის მთავარი მიმართულებებია, რომლებზეც ქართული დელეგაცია მიუთითებს. მმართველი გუნდისგან გასხვავებით ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებებში სხვა გზავნილები ამოიკითხა ოპოზიციამ.