აშშ-ი საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეთა დაკავებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს. საქმე ეხება საქართველოში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტების დროებით ჩაკეტვას.
„ეს შეზღუდვა ემთხვევა საქართველოში გამარჯვების დღის აღნიშვნას და წარმოადგენს გადაადგილების შეზღუდვას, ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ამას გარდა, აშშ-ი მოითხოვს, რომ დე ფაქტო და რუსეთის მთავრობამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს მოქალაქეების დაკავება, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ“-ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ჰიზერ ნაუერტის განცხადებაში.