მიხეილ ჯანელიძე - ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაკეტვა კიდევ ერთი ბარიერია, რომელიც ხელს უშლის ადამიანებს შორის კონტაქტებს
მიხეილ ჯანელიძე - ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაკეტვა კიდევ ერთი ბარიერია, რომელიც ხელს უშლის ადამიანებს შორის კონტაქტებს

გამოვიყენებთ ყველა სამშვიდობო ბერკეტს, ინსტრუმენტს და საერთაშორისო ფორმატს, რათა ეს შეზღუდვები რაც შეიძლება მალე გაუქმდეს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაკეტვასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.

„ეს არის კიდევ ერთი ბარიერი, რომელიც ხელს უშლის ადამიანებს შორის კონტაქტებს. ეს ოკუპაციის ის მძიმე შედეგია, რომლის წინააღმდეგაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, ე.წ. საზღვარზე მოძრაობა დღეს 20:00 საათიდან ორი დღისთ აიკრძალება.

როგორც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელები აცხადებენ, საკონტროლო-გამშვები პუნქტების დაკეტვა „დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღესთან“ დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს უკავშირდება.