აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მოუწოდებს, აფგან მუხტარლის გატაცების საქმეზე გამოძიების სრულად და გამჭვირვალედ ჩატარებას
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მოუწოდებს, აფგან მუხტარლის გატაცების საქმეზე გამოძიება სრულად, გამჭვირვალედ და დროულად ჩატარდეს.
“ჩვენ კვლავ ყურადღებით დავაკვირდებით ქართულ გამოძიებას, გატაცების საქმესთან დაკავშირებით” – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაში.
ვაშინგტონი ასევე მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს აფგან მუხტარლი და ყველა ის ადამიანი, რომლებიც ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის არიან დაკავებული.