აშშ-ის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ორგანიზებული სწავლება

ამერიკის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ეროვნული სწავლების მომდევნო ეტაპი, რომელსაც სუს-მა უმასპინძლა, წარმატებით დასრულდა. სწავლებაში მონაწილე სუს-ის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებმა ამერიკელი ექსპერტებისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს.

სწავლების მიზანს სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციაში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების გავრცელების წინააღმდეგ უწყებათაშორისი კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობა წარმოადგენდა. სწავლებაში ჩართული იყვნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლებიც.