აშშ-ს სენატის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

მოსკოვს ვაშინგტონისგან ახალი სანქციები ელის.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისგან მხარდაჭერილია აქტი, რომელიც კრემლის აგრესიისგან ამერიკის უსაფრთხოების დაცვას ეხება. დოკუმენტში ნახსენებია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც. ავტორები ასევე ითხოვენ, რომ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ოკუპაციის შედეგად გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის შედეგების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ამერიკული ფონდიდან დამატებითი თანხები გამოყოს. დამტკიცების შემთხვევაში ამერიკის მხრიდან რუსეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა მკვეთრად გაიზრდება.