რუსეთს, დესტრუქციული ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისაკენ მოუწოდებს შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. „ტვიტერის“ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში წერია, რომ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის მილიტარიზაცია შემაშფოთებელი და მიუღებელია. პუტინი და მისი მთავრობა სხვა ერების სუვერენიტეტის უგუნურ, უგულებელყოფას განაგრძობს, – აღნიშნულია ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაში.