დილიდან თბილისში შეხვედრებს მართავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.
ჯიმ ო’ბრაიენი მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა ირაკლი კობახიძეს. როგორც პრემიერმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამერიკელ მაღალჩინოსანს უნდოდა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, თუმცა დეფაქტო სანქციების მოქმედების არგუმენტით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ მასთან შეხვედრაზე უარი თქვა. დღის განმავლობაში ჯიმ ო,ბრაიანმა შეხვედრები გამართა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და ოპოზიციის წევრებთან, ასევე ის შეხვდა ამერიკის სავაჭრო პალატას. საღამოს ცხრის ნახევარზე ჩანიშნულია მისი პრესკონფერენცია.