აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი მიმდინარეობს.

უზრა ზეიამ უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ოპოზიციისა თუ უმრავლესობის წარმომადგენლებთან. ასევე ის შეხვდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. ამერიკელი მაღალჩინოსნის ბოლო შეხვედრა დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურთან იქნება, რის შემდეგაც ის სომხეთში გაემგზავრება.