გაკვირვებული ვარ იმ ყურადღებით, რომელიც საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმმა გამოიწვია, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა. ელჩს კითხვა დაუსვეს სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა ანგარიშზე, სადაც ენტონი ბლინკენი მოუწოდებს თანამშრომლებს, საუბრისას შეძლებისდაგვარად მოერიდონ ისეთ გამოთქმებს, როგორებიც არის „მამა“, „დედა“, „ქალიშვილი“, „ვაჟი“, „ცოლი“, „ქმარი“. როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს მემორანდუმი ეხმარება უწყების თანამშრომლებს, რომელთაც სურთ, იყვნენ უფრო მეტად ინკლუზიურები სამუშაო ადგილზე. საკითხზე დღეს განცხადება შალვა პაპუაშვილმაც გააკეთა.