საქართველო-ამერიკის ურთიერთობები და სახაზინო დეპარტამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ დაწესებული სანქციები, ისევ განხილვის თემაა პოლიტიკოსებში. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გადატვირთვას საჭიროებს. „ქართული ოცნებაში“ ღიად ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან საჭიროა სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და გაღრმავება, თუმცა საპასუხო ნაბიჯები ამ მიზანს არ ემსახურება. ოპოზიციურ სპექტრში კი არ გამორიცხავენ, რომ სანქციების ფონზე, შესაძლოა, საქართველოში ეკონომიკური ვითარება გაუარესდეს. შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 60 მოქალაქეს სამოგზაურო შეზღუდვა, 4 მოქალაქეს კი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ თანამშრომელს, ფინანსური სანქცია დაუწესა. ამ თემაზე ორი დღის წინ საქართველო პრემიერ-მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა.