რობინ დანიგანის განცხადება, სადაც შეერთებული შტატების ელჩი ამერიკულ სავიზო სანქციებს ქართული ხელისუფლების ქმედებების ცვლილებისთვის საჭირო ხელსაწყოს უწოდებს, მეორე დღეა შეფასებების თემაა.
ამერიკელ დიპლომატს ამჯერად „ხალხის ძალა“ აკრიტიკებს და დანიგანს ქართული საზოგადეობის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ელჩი პირდაპირ ახმოვანებს შტატების მთავრობის პოზიციას, რაც პარტნიორული ურთიერთობებისთვის მიუღებელია. კიდევ ერთი საკითხი, რასაც „ხალხის ძალა“ მეგობრული ურთიერთობებისთვის შეუფერებლად მიიჩნევს, საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ოფიციალური ვაშინგტონის უარყოფითი პოზიციაა.