„აშშ-ს მოქალაქე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ - სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო
„ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის 68-ე მუხლის იმ ნაწილის, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი ძალაშია იმ შემთხვევაშიც, როცა მას საერთო სასამართლოებში ასაჩივრებენ და მიმდინარეობს საქმის განხილვა.
ეროვნული ბანკის პოზიციით, მოქმედი რეგულაცია საერთაშორისო სტანდარტია. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.