აშშ-ს მხარდამჭერი განცხადება საქართველოს

საქართველო რამდენჯერმე ახსენეს ამერიკის კონგრესში. წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ამერიკის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას და ბიუჯეტს განიხილავდნენ, რა დროსაც კონგრესმენებმა მაიკ პომპეოს ჰკითხეს, როგორ აძლიერებს საფინანსო დოკუმენტი მხარდაჭერას საქართველოს და უკრაინის მიმართ. აქცენტი გაკეთდა რუსეთის აგრესიულ ქმედებებზეც. პომპეოს პასუხი ოფიციალური თბილისისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის გზავნილი აღმოჩნდა.