აშშ-ს საბიუჯეტო კანონი, რომელიც საქართველოსთვის გაზრდილ ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს დამტკიცებულია.
დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა კონგრესის მიერ მიღებულ ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტს 2020 ფისკალური წლისთვის. აღნიშნული კანონი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით. აღსანიშნავია, რომ 2020 ფისკალური წლის კანონი მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით.
კანონის სრული ტექსტი დღეს გასაჯაროვდა.
აქტის დამტკიცებას პოზიტიურად აფასებენ თბილისში.