71 მომხრე, 28 მოწინააღმდეგე – ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ფედერალური მთავრობის ბიუჯეტი დაამტკიცა. კანონპროექტს ხელს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში მოაწერს.
400-მილიარდიანი ბიუჯეტი ბოლო ერთი თვის განმავლობაში კონგრესში ყველაზე სადავო საკითხს წარმოდგენდა. პირველი კენჭისყრის დროს, საბიუჯეტო კანონპროექტი სენატში ვერ მიიღეს, რასაც მთავრობის მუშაობის შეწყვეტა მოჰყვა.