აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იმყოფებოდა.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კელი დეგნანს და თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა უმასპინძლა. პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ ამერიკელ სტუმრებს დასავლეთის სარდლობის საქმიანობის, მიმდინარე რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. სტუმრებმა სამხედრო ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ.