კონგრესმენი კანზასიდან, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნად ჯერ არ დაუმტკიცებიათ, თუმცა მან უკვე შეძლო ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ქვეყნის – ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა.
ის არის 54 წლის კონსერვატორი, რომელსაც დონალდ ტრამპი ყველაზე მეტად ენდობა და პირველი ადამიანი აშშ-ის ისტორიაში, რომელიც ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს უფროსის სავარძლიდან ამერიკის მთავარი დიპლომატის კაბინეტში გადაინაცვლებს.
მაიკ პომპეოს სახელმწიფო მდივნის პოსტამდე მხოლოდ სენატში დაგეგმილი კენჭისყრა აშორებს.
ლევან ახლაია არკვევდა, როგორი იქნება ამერიკის საგარეო პოლიტიკა პომპეოს ხელმძღვანელობის პირობებში.