აშშ-მ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო - შეფასებები

ამერიკის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთხელ აღიარება.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი აქტი.

დოკუმენტს, რომლითაც კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას, პოზიტიური შეფასებები მოჰყვა თბილისში.