აშშ-ის ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოქმედება დროებით შეაჩერა
რუსეთის სპეცსამსახურების აშშ-ში ვიზიტის გამო, ქვეყნის ხელისუფლებამ სანქციების მოქმედება დროებით შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა. ჰითერ ნაუერტის თქმით, აშშ-მა, შესაძლოა, დაუშვას გამონაკლისი სანქციების ქვეშ მყოფ ადამიანებზე, თუ საქმე უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ ინტერესებს ეხება.
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთის სპეცსამსხურების ხელმძღვანელების ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობას უკავშირდება.