აშშ-ისა და ევროკავშირის ერთობლივი მოწოდება

მოლაპარაკების სავარაუდოდ გადამწყვეტი რაუნდი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის დღეს, 18 აპრილს, 19 საათზე გაიმართება. დრომ კიდევ ორი საათით გადაიწია. შეხვედრის გამართვამდე კი, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერებმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ იქნება შეთავაზებული.

განცხადებაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ შეთანხმებას ყველა წევრმა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით უნდა მოაწეროს ხელი და მათ უნდა შეასრულონ საქართველოს მოქალაქეების სურვილი, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გაგრძელდეს.

მოამბე