აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები

ხვალ, 3 ნოემბერს აშშ-ი პრეზიდენტს ირჩევს. დაძაბული საარჩევნო კამპანია და ბრძოლა გადაუწყვეტელი შტატების მოსაგებად – ამ მომენტისთვის 100-მა  მილიონმა ამომრჩეველმა წინასწარი ხმის მიცემის უფლებით უკვე ისარგებლა. ნაწილმა არჩევანი საარჩევნო უბნებზე მისვლით გააკეთა, ნაწილმა კი – ფოსტის საშუალებით. ხმის მიცემის წინასწარი უფლებით ისარგებლეს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმაც – მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. სოციოლოგიური გამოკითხვებით, წინასაარჩევნო რბოლაში ჯო ბაიდენი ლიდერობს,  თუმცა აშშ-ის საარჩევო კანონმდებლობით, თეთრ სახლში ის შევა, ვინც საარჩევნო კოლეგიის სულ მცირე 270 ხმას დააგროვებს.