ამ წუთებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პეკინში მაღალი დონის შეხვედრას მართავს. ორდღიანი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება და საკომუნიკაციო ხაზების აღდგენაა. ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩინეთში ამერიკელი დიპლომატის პირველი ვიზიტია. ის პეკინში ჩასვლას 5 თვის წინაც გეგმავდა, თუმცა მაშინ შეერთებული შტატების სივრცეში ჩინური საჰაერო ბურთების შესვლამ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაამწვავა. ჩინეთთან ურთიერთობების შესახებ კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმაც. ჯო ბაიდენმა უახლოეს მომავალში სი ძინ პინთან შეხვედრის იმედი გამოთქვა.