თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი დენის ჯენკინსი იმყოფება. ამერიკის მთავრობის მაღალჩინოსანი ბიოუსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ერთ-ერთი საკითხი. რაზეც ამ შეხვედრებზე ჯენკინსი ყურადღების გამახვილებას გეგმავს, არის საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაო. მისი თქმით, კელი დეგნანზე თავდასხმები უაღრესად შემაშფოთებელი იყო.