აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი

თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი დენის ჯენკინსი იმყოფება. ამერიკის მთავრობის მაღალჩინოსანი ბიოუსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ერთ-ერთი საკითხი. რაზეც ამ შეხვედრებზე ჯენკინსი ყურადღების გამახვილებას გეგმავს, არის საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაო. მისი თქმით, კელი დეგნანზე თავდასხმები უაღრესად შემაშფოთებელი იყო.