აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოუწოდებს უკრაინაში დარჩენილ აშშ-ის ყველა მოქალაქეს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების მობილიზების მკვეთრი დაჩქარების გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებს კიევის საელჩოდან ოპერაციები ლვოვში გადააქვს. ბლინკენის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების ერთადერთი მიზეზი, პერსონალის უსაფრთხოებაა, რაც მისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. მისივე თქმით, საელჩო გააგრძელებს თანამშრომლობას უკრაინის მთავრობასთან ქვეყანაში დიპლომატიური ჩართულობის კოორდინირებით. „ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ჩვენს გულწრფელ ძალისხმევას დიპლომატიური გამოსავლის მისაღწევად, თუ რუსეთი აირჩევს კეთილსინდისიერ ურთიერთობას. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ჩვენი პერსონალის დაბრუნებას საელჩოში, როგორც კი ამის პირობები იქნება“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.