თურქეთში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. ენტონი ბლინკენი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. დიპლომატებმა მიწისძვრისგან დაზარალებული რაიონები ჰათაის პროვინციაში მოინახულეს. დასავლური მედიის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენი თურქეთის დახმარების საკითხებს განიხილავს, შეხვდება სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციას „თეთრ ჩაფხუტებს“, რომელიც სირიის ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონში მოქმედებს.