ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგულია. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნედ პრაისმა ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ ისაუბრა. პრესსპიკერის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკა, რომელიც ბუქარესტის სამიტზე იყო წამოწეული, მომავალშიც უნდა დარჩეს ძალაში და ასპირანტ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაწევრიანდნენ ნატო-ში. ნედ პრაისი ასევე გამოეხმაურა რუსეთის მოთხოვნას, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდეს და თქვა, რომ საკითხის ასე დაყენება ვაშინგტონისთვის მიუღებელია.