„საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე აშშ-ის პასუხს განვიხილავთ“,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განცხადებით, მიღებული კანონი აშორებს საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიიდან და შესაძლოა, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია მოახდინოს. მილერის თქმით, აშშ-მ სანქციების ახალი პოლიტიკის შესახებ განაცხადა, თუმცა ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოუცხადებია. მეთიუ მილერს კითხვა დაუსვეს, რატომ არ ისაუბრა ენტონი ბლინკენმა აღმოსავლეთ ევროპაში გამართული ვიზიტებისას საქართველოზე, რაზეც მილერმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ენტონი ბლინკენის დამოკიდებულება ნათელია.