აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გამოხმაურება

მორიგი განცხადება გაკეთდა საქართველოსა და სადავო კანონზე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში. „ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია, ვფიქრობთ, რომ ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა“, – თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა.

კითხვა მას ჟურნალისტმა, რუსა შელიამ დაუსვა, – გახდება თუ არა მსჯელობის საგანი კონგრესისათვის ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია.

„ჩვენ ვხედავთ მსგავს კანონპროექტს კრემლში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, სადაც ავიწროებენ მედიაორგანიზაციებს, ავიწროებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს“, – აღნიშნა საპასუხოდ ვედანტ პატელმა.