აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - გამოხმაურებები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში საუბარი საქართველოსაც შეეხო. როგორც ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს ასევე იმ ფინანსურ და ეკონომიკურ მიღწევებს, რომელიც საქართველოს აქვს. უფრო ზუსტად, ანგარიშში ნახსენებია ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რომელიც ფოკუსირებულია დაბალ დეფიციტზე, დაბალ ინფლაციასა და ცვალებად გაცვლით კურსზე. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ 2023 წელს ეკონომიკური ზრდა 7,5%-ს შეადგენდა და ინფლაციის დონე 0,4 მდე დაეცა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული სამი წლის მდგრადი ზრდის შედეგად, მოსალოდნელია, რომ საქართველოს მშპ გააგრძელებს ამ ტრაექტორიას, რომელიც 2024 წლის პროგნოზით 5-7 % პროცენტამდე გაიზრდება. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მთლიანობაში, ბიზნესის და ინვესტიციების მხრივ პირობები კარგია და საქართველო სხვა რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით ხელსაყრელია. აქვე საუბარია იმ გამოწვევებზე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს მათ შორის გაჭიანურებულ ბიზნესდავებთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ანგარიშში სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა აგრძელებს ამ პრობლემებზე მუშაობას და მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი, რეგიონში მაღალ საფეხურზეა. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე საუბარია საქართველოში ექსპროპრიაციისა და კომპენსაციის ნაწილზეც. სახელმწიფოს მიერ მესაკუთრისთვის საკუთრების ჩამორთმევის კუთხით დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მსგავსი დავები გავრცელებული აღარ არის, თუმცა წინა ხელისუფლების დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც, სავარაუდოდ, იძულებით ხდებოდა.