ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც შეფასებები საქართველოზეცაა გაკეთებული. დოკუმენტში წერია, რომ საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია, თუმცა, მზარდი უნდობლობაა სასამართლო სექტორის მიმართ. ასევე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში წინა მთავრობის დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომელიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებითი წესით ხდებოდა.
ანგარიშის დეტალები და პოლიტიკური შეფასებები.