აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა 

12:17, 04.11.2026

კრემლში იმედოვნებენ, რომ რუსეთის, ჩინეთისა და ამერიკის ლიდერების სამმხრივი შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. განცხადება დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრა მიზანშეწონილი და სასარგებლო იქნება, ხოლო ორგანიზების საკითხზე შეთანხმების პროცესში წამყვან როლს ჩინეთი ასრულებს. მანამდე კრემლში განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინი, დონალდ ტრამპი და სი ძინპინი შესაძლოა, ერთმანეთს შეხვდნენ ნოემბერში, ჩინეთში დაგეგმილი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში.

მსგავსი