„საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება ძვირფასია ყველგან, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, მსოფლიოს ყველა კუთხეში ხალხი აგრძელებს ბრძოლას, რომ მათი ხმა გაიგონ“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ვილნიუსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჯო ბაიდენის თქმით, ყველას უნდა, რომ უკრაინაში ომი სამართლიანი პირობებით დასრულდეს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ერთ ქვეყანას არ შეიძლება მიეცეს უფლება, ძალით წაართვას მეზობელს ტერიტორია. ვლადიმერ პუტინს არასწორად სჯერა, რომ მას შეუძლია უკრაინის წინააღმდეგობის გადალახვა და ამდენი ხნის შემდეგაც ჯერ კიდევ არასწორ ფსონს დებს, რომ რწმენა და ერთიანობა შეერთებულ შტატებსა და მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის დაირღვევა“.