მაშინ, როდესაც რუსეთი ნატოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, ვაშინგტონიდან მოსკოვს აგრესიული პოლიტიკის გამო მწვავედ აკრიტიკებენ.
ამერიკელი კონგრესმენები ნატოს მოუწოდებენ, საქართველოს გაწევრიანების პროცესი დააჩქაროს. ჩვენი ქვეყნის პროგრესის აღიარება და შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს როლის ზრდა – ასეთი გზავნილები ისმოდა დღეს კონგრესში, სადაც ნატოს 70-წლის იუბილეს სპეციალური დისკუსია მიუძღვნეს.
კონგრესმენების პოზიციები სრულად დაემთხვა ატლანტიკური საბჭოს წევრების მოსაზრებას, რომლის მიხედვით ალიანსმა რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას უფრო აქტიური ნაბიჯებით უნდა უპასუხოს.
კონგრესის შემდეგ საქართველო სერიოზულ გზავნილებს ელოდება ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზეც, რომელიც ვაშინგტონში ხვალ გაიხსნება.