აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის დახმარების სახით არანაკლებ 132 მილიონ 025 000 ათასი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. აშშ-ის ბიუჯეტის პროექტში ცალკე თავი ეთმობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს. 2023 წლის ნაერთი ასიგნებების აქტის თანახმად, ბიუჯეტით გათვალისწინებული არცერთი სახის ფინანსური დახმარება არ უნდა იყოს აღმოჩენილი იმ მთავრობების და ქვეყნებისთვის, რომელზეც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასიგნებების კომიტეტს აცნობებს, რომ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას და დაამყარებს დიპლომატიურ ურთიერთობებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ გვერდზე დროულად უნდა გამოაქვეყნოს ასეთი მთავრობების ან ქვეყნების სია. პარალელურად, მდივანს შეუძლია უარი თქვას ამ პუნქტით მოთხოვნილი დახმარების შეზღუდვაზე, თუ მდივანი განსაზღვრავს და აცნობებს ასიგნებების კომიტეტებს, რომ ამის გაკეთება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის და მოიცავს ამგვარი ინტერესის დასაბუთებას. ნაერთი ასიგნებების აქტის მიხედვით, ამ აქტით გათვალისწინებული არცერთი სახსრები არ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/„სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციის მხარდასაჭერად.