ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისთვის, 250 000 ამერიკული დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა. სამინისტროსა და შტატებს შორის მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, არა ერთი პროექტი განხორციელდა, რამაც უწყების შესაძლებლობების გაძლიერებას შეუწყო ხელი.