აშშ-ის და თალიბანის მოლაპარაკებები

ავღანეთში ომის დასრულებას ამერიკის და თალიბანის წარმომადგენლები ყატარის დედაქალაქში მიმდინარე შეხვედრაზე ცდილობენ.

მოლაპარაკების მაგიდასთან ორი მთავარი საკითხი განიხილება, ავღანეთში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება და უსაფრთხოების გარანტიები თალიბების მხრიდან.

აშშ ავღანეთში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან ერთ თვეში შევიდა და თალიბანი მმართველობას სწრაფად ჩამოაშორა, თუმცა რადიკალურმა მოძრაობამ ამბოხება დაიწყო და ტერაქტების გამო, ქვეყანა უკვე თითქმის ორი ათეული წელია სამხედრო-პოლიტიკურ კრიზისშია. 2014 წელს ვაშინგტონმა ავღანეთში საბრძოლო მისია საწვრთნელით შეცვალა, თუმცა ადგილობრივი უსაფრთხოების ძალები ქვეყანაზე კონტროლის აღებას ვერ ახერხებენ.