კრიტიკულ ზღვარზე მისული ურთიერთობის ფონზე ვაშინგტონი თეირანის პასუხს ელოდება.
გავლენიანი ირანელი სამხედრო ლიდერის აფეთქების და ირანის ძალისმიერი საპასუხო ქმედების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი ირანის ხელისუფლებას უპირობო დიალოგს სთავაზობს. გაერო-ს უშიშროების საბჭოში გაგზავნილ წერილში წერია, რომ ამერიკას ირანის რეჟიმის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის პრევენცია სურს. თეირანი ჯერ დუმს. თუმცა საომარი რიტორიკის შემცველი განცხადებები ირანელი მაღალჩინოსნების მხრიდან დღეს აღარ გაკეთებულა.
შექმნილ რთულ ვითარებაში ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკური ოპონენტები ტრამპისთვის ირანში სამხედრო მოქმედებების შეზღუდვას ცდილობენ. შესაბამისი რეზოლუციის პროექტს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დღეს უნდა უყაროს კენჭი.