აშშ-ირანის დაპირისპირება

ირანის პასუხი ამერიკის შეერთებულ შტატებს.

გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის შემდეგ ოფიციალურმა თეირანმა ერაყის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. იერიშის შედეგად მსხვერპლის არსებობას არ ადასტურებს აშშ-ს პრეზიდენტი, რომელიც უახლოეს საათებში სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. თეთრ სახლში ამ წუთებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა იმართება. თეირანში კი ამბობენ, რომ 80 ამერიკელი სამხედრო მოკლეს და ეს იყო პროპორციული პასუხი სოლეიმანის ლიკვიდაციაზე. ამერეიკის მორიგი სამხედრო მოქმედების შემთხვევაში ირანი ისრაელისა და დუბაის დაბომბვით იმუქრება.

ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გამო ავიაკომპანიების უმეტესობა ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცით სარგებლობაზე უარს ამბობს.